1.პროექტის
სახელწოდება - ,,საქართველო
იყო მისი საოცნებო
სახელი ‘’
2.პროექტის
მთავარი იდეაა, რომ სასურველი ინფორმაციის
მისაღებად მოსწავლეებმა ისწავლონ
დამოუკიდებელი კვლევა, ინტერესების
და უნარების მიხედვით
ჯგუფებში დავალებების განაწილება
ანუ კვლევა-ძიებისა და საკომუნიკაციო უნარების
განვითარება, ხოლო პროექტის
თემაა ლადო ასათიანის ცხოვრებისა
და შემოქმედების გარკვეული
ასპექტების კვლევა-ძიება;
3.პროექტის
აქტუალობა - ტექნოლოგიურ
ბუმს და პრაგმატიზმს , ჩემი
აზრით, უპირისპირდება პოეზია (ზოგადად- მხატვრული ლიტერატურა), რადგანაც
ლექსი არბილებს და ხვეწს
თანამედროვე ადამიანის გახისტებულ
სულს, ავითარებს მასში სულიერ-ზნეობრივ და ესთეტიკურ ფასეულობებს.
4.პროექტის
მიზნები :
მოსწავლეთა
დაინტერესება ლადო ასათიანის
პოეზიით, მისი ცხოვრებით(
და, რა თქმა უნდა, ზოგადად- პოეზიით);
მოსწავლეებში
კვლევა-ძიების, დამოუკიდებლად მასალის
მოძიების უნარ-ჩვევათა განვითარება;
ესთეტიკური
კითხვის უნარ-ჩვევათა განვითარება;
საკომუნიკაციო
უნართა განვითარება.
5.მონაწილეთა
ასაკი-VI კლასი
6.პროექტის
ხანგრძლივობა-2 კვირა
7.მოსალოდნელი
შედეგები( პროდუქტები, რაც შეიძლება
შეიქმნას) -კედლის გაზეთები სახელწოდებით ,,საქართველო იყო მისი საოცნებო
სახელი“;
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ფლიფჩარტის ფურცელი,
მარკერები, კალამი, ინტერნეტსაიტები
-,,გუგლი“ , ,,ვიკიპედია“,
,,იუთუბი“, ბიბლიოთეკა;
9.პროექტის
მსვლელობა:
,,რა ვიცი, რა გავიგე, რა მინდა ვიცოდე“-
სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეები
ასახელებენ კითხვებს, რომლებზედაც
პასუხის მოსმენა მათ აინტერესებთ. ამ კითხვებიდან ყველაზე
მნიშვნელოვანს თავად შეარჩევენ
და ეს იქნება
პროექტის თემა;
კლასი იყოფა სამ ექვსწევრიან გჯუფად,
რომლებიც გადაინაწილებენ ვალდებულებებს(
ვინ როდის რას გააკეთებს):
ინფორმაციის
მოძიება;
ფოტომასალის
მოძიება;
პოეტის მიმოწერა ახლობლებთან;
თემასთან დაკავშირებული რამდენიმე
ლექსის მოძიება და მხატვრული
კითხვა;
კედლის გაზეთის შექმნა;
ისტ-ის გამოყენებით ფოტოკოლაჟის
შექმნა და ლადო ასათიანის ლექსზე
შექმნილი სიმღერის მოძიება
და წარმოდგენა;
პროექტის პრეზენტაცია;
პროექტის შემაჯამებელი შეფასება:1.ჯგუფების ანგარიში;
2.მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან
წინასწარ შეთანხმებული შეფასების
რუბრიკით მოსწავლეთა შეფასება.
10.შერჩეული
თემის დამუშავება მოსწავლეებს
უნდა დაეხმაროს ესგ-ს
მიხედვით დადგენილი შედეგების
მიღწევაში:
VI.1. მოსწავლეს
აქვს ინფორმაციის მიღებისა
და გადაცემისთვის აუცილებელი
უნარ-ჩვევები;
VI.2.მოსწავლეს
აქვს მხატვრული ტექსტის
გააზრებისთვის არსებითი მნიშვნელობის
მქონე დეტალების შერჩევის
უნარი;
VI.15.მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის
მიზნობრივი ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
11.პროექტის
ხელმძღვანელი - შორენა
ანჯაფარიძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა-shorenaanjaparidze1959@gmail.com
13.პროექტის
ვებგვერდი
-shorenaanjaparidze1959.blogspot.com
No comments:
Post a Comment